| |

პროგრამის შესახებ: დასახელება : Tell Me More - English Communication ვერსია : 9.0 წელი : 2008 ინტერფეისის ენა : ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური
პროგრამის აღწერა: Tell Me More არის მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო უცხო ენების შესასწავლი პროგრამა, რომელსაც აქვს მრავალი ფუნქცია და შესაძლებლობა რაც ენის შესწავლაში გამოგადგებათ. ეს ვერსია, ანუ Tell Me More - English Communication, გათვლილია მათთვის ვისაც საკომუნიკაციო ინგლისურის შესწავლა ან ცოდნის განმტკიცება უნდა. დასაწყისში შეგიძლიათ აირჩიოთ ამერიკული თუ ბრიტანული ინგლისურის შესწავლა გსურთ. აქვს ხუთი დონე: Beginner, Advanced Beginner, Intermediate, Independent და Advanced. მასში შესულია მრავალი სახის სავარჯიშო, როგორიცაა სიტყვებისა და წინადადებების გამოთქმა, სხვადასხვა როლის და სიტუაციის გათამაშება, ფონეტიკა, კროსვორდები, და ა.შ. გამოთქმაში ვარჯიშისას შეგიძლიათ გამოიყენოთ მიკროფონი და შეადაროთ თქვენი გამოთქმა ორიგინალს, ტალღების მეშვეობით.
დაყენების ინსტრუქცია: ფაილი არის .iso ფორმატში და მისი დაყენება შეგიძლიათ Alcohol 120%-ით, Daemon Tools-ით ან სხვა მსგავსი ტიპის პროგრამით. ასევე თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ჩაწეროთ დისკზე ნერო-ს საშუალებით. დისკზე არის ფაილი REF.TXT რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოტ რეგისტრაციისთვის.
ჩემთან დაყენებული მაქვს და მუშაობს უპრობლემოდ. ადრე Tell Me More-ს სხვა ვერსიებიც მქონდა, ერთი ბიზნეს ინგლისურის იყო და ერთი გერმანულის, თუ სურვილი იქნება შემიძლია დავდო კიდევ სხვებიც, მაგალითად გერმანულის და ფრანგულის შესასწავლები :)
DOWNLOAD
|