1.დაამტკიცეთ, რომ სამის ნებისმიერი სამი მომდევნო ნატურალური ხარისხის ჯამი 39-ის ჯერადია. 2.სპორტულ მაღაზიაში აქვთ სამი სახის ბურთი:ფეხბურთის, კალათბურთის და ხელბურთის. კალათბურთის ბურთი 40%-ით იაფია ფეხბურთის ბურთზე და 20%-ით ძვირი ხელბურთის ბურთზე.რამდენი პროცენტით ძვირია ფეხბურთის ბურთი ხელბურთის ბურთზე? 3.დილის 9 საათზე A და B პუნქტებიდან შემხვედრი მიმართულებით გავიდა 2 ავტომობილი. 11 საათზე ავტომობილები შეხვდნენ ერთმანეთს და იმავე სიჩქარით განაგრძეს გზა. B პუნქტიდან გამოსული ავტომობილი A პუნქტში 14 საათზე ჩავიდა.რომელ საათზე ჩავიდა B პუნქტში A პუნქტიდან გამოსული ავტომობილი? 4.მართკუთხედის ფორმის ფურცელი ისე გაკეცეს, რომ ორი მოპირდაპირე წვერო ერთმანეთს შეუთავსდა.გამოთვალეთ მიღებული ხუთკუთხედის ფართობი,თუ ფურცლის სიგრძე 16, ხოლო სიგანე 12 სმ-ია. 5.საკოორდინატო სიბრტყის მესამე მეოთხედში მდებარე A წერტილიდან აბსცისთა ღერძამდე მანძილი 9სმ-ის ტოლია.გამოთვალეთ A წერტილის კოორდინატები.