1. ორი მატარებელი მოძრაობს ერთმანეთის შესახვედრად 36კმ/სთ და 54კმ/სთ სიჩქარეებით. პირველ მატარებელში მყოფმა მგზავრმა შენიშნა, რომ მეორე მატარებელმა მას ჩაუარა 6 წამში.რა სიგრძისაა მეორე მატარებელი? 2. 1 მ რადიუსის მქონე წრეწირზე ერთი წერტილიდან ერთნაირი მიმართულებით თანაბარ მოძრაობას იწყებს 2 სხეული 3მ/წმ და 1მ/წმ სიჩქარეებით.რა მინიმალური დროის შემდეგ აღმოჩნდებიან ეს სხეულები ისევ ერთ წერტილში. 3. ადამიანი უძრავი ნავიდან 10მ/წმ სიჩქარით აგდებს ჰორიზონტალურად 20კგ მასის ტვირთს.რა სიჩქარეს მიიგებს ამის შედეგად ნავი,თუ ნავის,ადამიანის და ტვირთის მასა ერთად არის 220კგ-ის ტოლი. 4. სხეული წყალში ტივტივებს ისე, რომ წყალში მოთავსებული ნაწილის მოცულობა მთელი მოცულობის 1/4-ია.განსაზღვრეთ ამ სხეულის სიმკვრივე, თუ წყლის სიმკვრივეა . 5. რძიანი ჩაის მომზადებისას ბავშვმა 120გ წყალს შეურია 80გ რძე. რისი ტოლი აღმოჩნდა მიღებული ჩაის სიმკვრივე? წყლის სიმკვრივეა ,ხოლო რძისა კი .
|