1.მართკუთხედის ორი წვერო წრეწირზე მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ორი ამ წრეწირის დიამეტრზე.მართკუთხედის გვერდის სიგრძე, რომელიც დიამეტრზე მდებარეობს 10 სმ-ია.იპოვეთ მეორე გვერდი, თუ წრეწირის რადიუსი 13 სმ-ია. 2. პარალელური ქორდების სიგრძეა 40 დმ და 48 დმ, მათ შორის მანძილი კი 22 დმ-ია. იპოვეთ რადიუსის სიგრძე. 3. ორი წრეწირის რადიუსია 27 სმ და 13 სმ, მათ ცენტრებს შორის მანძილი კი უდრის 50 სმ-ს.იპოვეთ მათი საერთო მხებების სიგრძე. 4. მართკუთხა სამკუთხედის კათეტებია 6 სმ და 8 სმ. იპოვეთ მანძილი ამ სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრიდან მასზე შემოხაზული წრეწირის ცენტრამდე. P.S. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ერთი ამოცანა ვერ დაიდო.
|